შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირი ქალთა ერთა ლიგის ფორმატით ტარდება და გუნდები A, B და C ლიგაში არიან გადანაწილებულები. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი ბელარუსი, ლიეტუვა და კვიპროსი ეყოლება.
საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება, ევროპის ჩემპიონატი კი 2025 წელს, 2-27 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება.