კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სიმბოლურში 

06 მარტი 2024, 10:59 568 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – რჩეულები ინტერნეტპორტალმა „ვუსკორედ“შეარჩია. ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში რვა ქულა დაუწერა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო გახსნა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი