კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალის დადგმა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მემორიალი რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს, ასევე, განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული მდებარეობაც.
შერჩეული ადგილების გადამოწმება სპეციალისტებთან ერთად მოხდება. მემორიალის შექმნის თაობაზე კონკურსს სპეციალური კომისია გამოაცხადებს.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.