ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზის სექტორში, ალ- შიფას ჰოსპიტალს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა, რომელიც 19 ათას ლიტრ საწვავს და მნიშვნელოვან სამედიცინო მარაგს მოიცავს. სექტორში დახმარება გააგზავნა ასევე აშშ-მა.
სიენენის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰუმანიტარული ტვირთი თვითმფრინავებით მიიტანა დანიშნულების ადგილამდე.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა პირველ მარტს განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას მოქალაქეები მალევე მიიღებდნენ.