დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ქობულეთში რეგისტრირებულ სტუდენტებს, სასტიპენდიო პროგრამაზე შეუძლიათ განაცხადების შეტანა

01 მარტი 2024, 10:29 471 ნახვა

დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ქობულეთში რეგისტრირებულ სტუდენტებს, სასტიპენდიო პროგრამაზე შეუძლიათ განაცხადების შეტანა. დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ქობულეთის მერია მე-4 წელია ახორციელებს.

სტიპენდია ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ დადებითი შეფასება არანაკლებ 91 ქულისა. თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველი, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.

ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან ორივე სემესტრში სასტიპენდიო პროგრამაზე 180-ათასი ლარია გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი