ნატო გაძლიერდება შვედეთის მიღებით - ბლინკენი

27 თებერვალი 2024, 10:05 402 ნახვა

ენტონი ბლინკენმა  ვაშინგტონში  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ტოპ-დიპლომატებმა უნგრეთის გადაწყვეტილების შემდეგ შვედეთის ნატოში გაწევრიანებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი გაძლიერება   აღნიშნეს.

ბლინკენმა შვედეთის ეს ნაბიჯი  უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებით ახსნა  და მაღალი შეფასება მისცა ნატოში პოლონეთის ლიდერობას.  

სიკორსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის შემდგომი აგრესიის თავიდან აცილების აუცილებლობა და პოლონეთის ნატოს მიზნებისადმი ერთგულება.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო დაბრკოლება ორშაბათს  უნგრეთის გადაწყვეტილების  შემდეგ დაიძლია, რამაც  სტოკჰოლმის 200 წლიანი სამხედრო  ნეიტრალიტეტი დაასრულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი