საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, სერბეთის ნაკრებთან გამართა და 63:73 დამარცხდა.
19 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, ჯო ტომასონს 13 ქულა ჰქონდა. სერბეთის ნაკრებში კი 16 ქულით გუდურიჩი გამოირჩა. ეს იყო 217-ე მატჩი გიორგი ცინცაძისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა სწორედ სერბეთთან მატჩით დაასრულა.
ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა, ფინეთმა შინ დანია დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ თითო მოგება აქვთ ფინეთს და დანიას, ხოლო სერბეთი ორი გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.