„უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წელს პროექტში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 29 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
სტუდენტები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და თავის დაცვის ხერხებს, გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.