ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის არბიტრის, ღირსებისა და ფილას ორდენი კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის 30 მოჭიდავე მონაწილეობდა.
ასპარეზობა მესამედ ჩატარდა.