ქობულეთში, სოფელ ლეღვაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

25 თებერვალი 2024, 22:20 780 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მჟავანაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ცხრაფონას დასახლებაში მოხდა. 

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება დროულად მოახდინეს. შესაბამისად, შენობიდან ხუთ წევრიანი ოჯახის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. 

როგორც მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვში ამბობს, მჟავანაძეების ოჯახი, ამ დროისთვის, თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი საძინებელი ოთახი, სახურავი და ჭერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, საცხოვრებელი სახლის სახურავზე განთავსებული ბუხრის გამწოვი გახდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მჟავანაძეების ოჯახის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულები არიან და საჭირო დახმარების გაწევის საკითხს დარგობრივი კომისია განიხილავს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი