დავით ნინიაშვილის დუბლი და „ლიონის“ გამარჯვება ტოპ-14-ში

25 თებერვალი 2024, 09:51 618 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ოიონაქსს“ უმასპინძლა და ბონუსქულით - 43:26 დაამარცხა. გუნდს ტრავმის შემდეგ დავით ნინიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

„ბორჯღალოსანმა“ მეტოქეს ორი ლელო დაუდო, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით „ლიონმა“33 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ „ლიონმა“ კიდევ ერთი ქართველი მორაგბე დაიმატა.

ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 25 წლის მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე დაიცავს. მან „ლიონთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შვანგირაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე დიზივიონის „ორიაკში“ 12 თამაში ჩაატარა და ოთხი ლელო დადო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი