გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „კაიზერსლაუტერნს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ის მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა, სამ წუთში გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს ზივზივაძის მერვე გოლია მეორე ბუნდესლიგაში.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს 2024 წელს 6 გოლი აქვს გატანილი - 3 ოფიციალურ მატჩებში, 3 კი ამხანაგურებში.