ევროპის თასი ძიუდოში 

25 თებერვალი 2024, 08:08 505 ნახვა

ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ღია თასზე, რომელიც უფროს ასაკში იმართება, საქართველოს ნაკრები ძირითადად ახალგაზრდული გუნდით ასპარეზობს. შეჯიბრების პირველივე დღეს ჩვენს ნაკრებს ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა.

მესამე ადგილისთვის ბათუმის სპორტის სასახლის წარმომადგენელი თომა გელაშვილი და საბა ხალიშვილი იბრძოდნენ, თუმცა დამამშვიდებლის ფინალში დამარცხდნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.

გელაშვილმა სამი შეხვედრა შვეიცარიელ, უნგრელ და ნიდერლანდელ ძიუდოისტებთან დამაჯერებლად მოიგო, თუმცა შემდეგ ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ფრანგთან, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალშიც წააგო. გელაშვილისთვის ეს სადებიუტო ევროპის თასი იყო დიდების ასაკში.

ბათუმელი ძიუდოისტი ევროპის თასის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია ახალგაზრდებში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი