ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის არბიტრის, ღირსებისა და ფილას ორდენი კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის 30 მოჭიდავე მონაწილეობს.
ასპარეზობა მესამედ ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით გელა ჯანელიძის ხსოვნის ტურნირი მომავალში უფრო ფართომასშტაბიანი გახდება და მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც გაიზრდება.