აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის მიერ სოფელ გელაძეებში გადაუდებელი საჭიროებისათვის ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ალტერნატიული გზა სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი.
ერთი თვის წინ სოფელ გელაძეებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა.
ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ. შესაბამისად ჯერჯერობით გზის გაწმენდის და აღდგენითი სამუშაოები შეუძლებელია.