ბათუმელმა მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24 თებერვალი 2024, 09:44 444 ნახვა

ნეაპოლში მიმდინარე კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 50 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავემ, 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ, რომელმაც იანვრის ბოლოს ბუქარესტში ევროპის, შემდეგ კი თბილისში მსოფლიო თასი მოიგო.

ნეაპოლში ანასტასიამ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ოთხ მეტოქეს სძლია, პლეი ოფში კიდევ ოთხი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში თავად დამარცხდა უნგრელ დოროტია კსონკასთან 11:15 და მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი