დანი ალვეშს პატიმრობა შეეფარდა 

23 თებერვალი 2024, 14:01 456 ნახვა

ბარსელონას სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს დანი ალვეშს. 23 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გამო ალვეში ციხეში ოთხ წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს.

ასევე, მსხვერპლს კომპენსაციის სახით 150 ათას ევროს გადაუხდის. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება კატალონიის უმაღლეს სასამართლოში. პროკურატურა დანი ალვეშისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

თავის მხრივ, ყოფილი ფეხბურთელის ადვოკატის მოთხოვნა იყო ბრაზილიელის სრულად გამართლება ან ერთწლიანი პატიმრობა და 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბარსელონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 2022 წლის დეკემბერში მოხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში