ბათუმში მეოთხე საბავშვო ბაღის რემონტი აგვისტოში დასრულდება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლამდელი დაწესებულება მოზარდებისთვის უსაფრთხო არ იყო, რადგან შენობა კონსტრუქციულად არამდგრადი აღმოჩნდა, ამიტომ საჭირო გახდა შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია, მათ შორის საძირკვლისაც.
სამუშაოებისთვის მერიამ ორ მილიო -ნახევარი ლარი გამოყო.
გარდა ამისა, წელს ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, კიდევ ერთს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
თვითმმართველობის ცნობით, დაინერგება ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტებიც. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.