ჩემპიონთა ლიგა 

22 თებერვალი 2024, 09:00 419 ნახვა

„ნაპოლიმ“ "დიეგო არმანდო მარადონაზე" პლეი ოფის პირველი წრის პირველ მატჩში ბარსელონას უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ „ბარსელონა“ დააწინაურა, 75-ე წუთზე კი გუნდში დაბრუნებულმა ოსიმენმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონემ კვარაცხელიაც და ოსიმენიც მეორე ტაიმში შეცვალა.

მეორე შეხვედრაში „პორტომ“ „არსენალს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გალენოს ერთადერთი გოლით დაამარცხა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩები 12 მარტს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი