საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში გაფრინდა 

20 თებერვალი 2024, 10:10 271 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 14-კაციანი შემადგენლობით დღეს დილით დანიაში გაფრინდა, სადაც 23 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს დანიასთან გამართავს.

გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ნაკრებს დანიაში შეუერთდებიან. ამ პერიოდში ვერ ხერხდება NBA-ში მოთამაშე ქართველების, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ნაკრებში გამოძახება.

ვერ მოასწრეს ბოლომდე გამოჯანმრთელება თბილისურ შეკრებაზე მყოფმა რატი ანდრონიკაშვილმა და დუდა სანაძემ, ისინი გუნდს დანიაში არ მიყვებიან და უცნობია, შეძლებენ თუ არა რატი და დუდა ნაკრების დახმარებას სერბეთთან მატჩში.

ნაკრებს მიყვება ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯო ტომასონი, რომელიც ნაკრებში თად მაკფადენს შეცვლის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში