ქედაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის წევრის თქმით, მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მოსახლეობა რთულ ვითარებაშია და დახმარებას ითხოვს.
სწორედ ამიტომ დროული რეაგირებისთვის პროგრამებში ცვლილებებია შესატანი.
გასაზრდელია კონკრეტული პროგრამების თანხები. საკრებულოს თავმჯდომარემ საპასუხო განცხადება არ გააკეთა. საკრებულოს სხდომა პარასკევსაა ჩანიშნული.