ლევან თედიაშვილმა სპორტული მიღწევებით დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში - თორნიკე რიჟვაძე

17 თებერვალი 2024, 18:06 537 ნახვა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, გამორჩეული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სპორტსმენის ოჯახს უსამძიმრებს.

"ლევან თედიაშვილმა, სპორტული მიღწევებით, დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში.

 

ვიზიარებ, ბატონი ლევანის ოჯახის წევრების, სპორტული საზოგადოების, საქართველოს მწუხარებას". - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

ოლიმპიური ჩემპიონი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში