„ლაციომ“ „ბაიერნი“, პსჟ-მ კი „სოსიედადი“ დაამარცხეს

15 თებერვალი 2024, 08:38 277 ნახვა

ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის პირველი მატჩების კიდევ შეხვედრა გაიმართა. რომში „ლაციომ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და იმობილეს გოლით 1:0 დაამარცხა.

მეორე მატჩში „რეალ სოსიედადი“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და მბაპესა და ბარკოლას გოლებით 0:2 დამარცხდა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 5 მარტს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი