უკრაინამ შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი ჩაძირა 

14 თებერვალი 2024, 13:30 324 ნახვა

უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად რუსეთის საზღვაო ძალების დიდი სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი გაანადგურეს. 

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც  ყირიმის სამხრეთ სანაპიროს ზღვის თავზე  კვამლი ამოდის და ირგვლივ  ვერტმფრენები დაფრინავენ.

რუსეთის მხრიდან მომხდარზე კომენტარი არ გაკეთებულა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულ ხომალდს საზღვაო დრონები დაესხნენ თავს.

დეკემბერში უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა ყირიმში კიდევ ერთი დიდი რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში