ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 

13 თებერვალი 2024, 10:10 296 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებიდან ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ იასპარეზეს. წურწუმია – აზერბაიჯანელ, ხოლო ქაჯაია ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ფალავანთან დამარცხდა და ორივე მათგანი დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს კიდევ ერთი ქართველი იური ლომაძე, იგი რეპეშაჟიდან შეეცდება მედლის მოპოვებას.

რაც შეეხება მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ლერი აბულაძეს და დებიუტანტ აჩიკო ბოლქვაძეს, ისინი ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

დღეს კიდევ ხუთი ქართველი იჭიდავებს. მედლებისთვის ფრიდონ აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე, გელა ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში