14 ადამიანი დაშავდა, ორი მძიმედ, ესპანეთის აღმოსავლეთში, ტარაგონის პროვინციის პარკში ატრაქციონის დაზიანების შედეგად.
თემატურ პარკში ამერიკულ მთებს ხე დაეცა- ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კატალონიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სამს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული.