მახინჯაური-განთიადის ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ჩაქვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
ხანძარი მიუვალ ტერიტორიაზეა გავრცელებული, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები ცეცხლის კერამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ადგილზე მუშაობს მაშველების ცოცხალი ძალა.
ცეცხლი ტყის მასის დიდ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა, ამ ეტაპზე, ნაწილობრივ ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოები, ისევ, მიმდინარეობს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.