საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

10 თებერვალი 2024, 11:55 347 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრში 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სპორტიდან გააცილეს ცნობილი ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ევროპული თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილემ კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა.

ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 26 სპორტსმენით წარდგება. ჩემპიონის ტიტულის დაცვას 21-წლამდელთა შორის - იკა სულამანიძე, იუნიორებს შორის კი, უტა ფონიავა შეეცდებიან. ორივე სპორტსმენმა 2023 წელს კვიპროსში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში