მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

09 თებერვალი 2024, 09:15 290 ნახვა

მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ხორვატი ანტონია რუჟიჩი სამ სეტში 6:7, 6:0, 6:1 დაამარცხა.

ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 19 წლის ჩეხი ბარბორა პალიცოვა იქნება.

მარიამი მას იანვარში შეხვდა სანდერლენდის ტურნირზე და იოლად, ორ სეტში მოუგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში