საქართველოს თასის გათამაშება კალათბურთში 

08 თებერვალი 2024, 09:58 285 ნახვა

დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალების პირველი მატჩები. ტყიბულის „ორბი“ „ქუთაისთან“ 70:76 დამარცხდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „გაუ“-ს დაუპირისპირდა და 69:75 წააგო. გურჯაანის „დელტასა“ და გორის „ივერიონის“ შეხვედრა გურჯაანელთა გამარჯვებით 79:73 დასრულდა.

რაც შეეხება „ბათუმს“ ბუბა ბერიშვილის გუნდმა ზესტაფონის „მარგვეთი“ 88:81 დაამარცხა. მეოთხედფინალური სერიებიც ორმატჩიანია. ეს ნიშნავს, რომ წყვილებში გამარჯვებული ორი მატჩის შედეგად დაგროვებული ქულების შედეგად გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში