„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიმოსვლა ხვალ განახლდება

07 თებერვალი 2024, 21:47 481 ნახვა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 8 თებერვლიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია.

„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის,უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა რის გამოც რეისზე არსებულმა მატარებლებმა ვეღარ გააგრძელეს მოძრაობა. ამასთანავე, უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისებიც გაუქმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი