აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მუსიკოსის და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის, გარდაცვალების გამო.
უაღრესად მნიშვნელოვანია ვაჟა აზარაშვილის წვლილი ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში.
ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახს, კოლეგებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“,- აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.