ბაღდათში სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

07 თებერვალი 2024, 16:50 374 ნახვა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.​ მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში