მარიამ ბოლქვაძემ ეჯბასტონის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო 

07 თებერვალი 2024, 12:51 416 ნახვა

მარიამ ბოლქვაძემ ასპარეზობა ბირმინგემში, ეჯბასტონის ტურნირზე დაიწყო. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში 17   წლის ჩეხს, ნიკოლა ბარტუნიკოვას  დაუპირისპირდა და ორ სეტში, - 7:6,  7:6 დაამარცხა. 

მერვედფინალში მარიამი 26 წლის შვედ რინალდო პერსონს დაუპირისპირდება. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ დონეზე არ უთამაშიათ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბოლქვაძემ კარგად დაიწყო ასპარეზობა. გასულ კვირაში მან შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო.

ეგვიპტეში მან ზედიზედ 4 რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა, სულ 5 მატჩი მოიგო და ისე გახდა ჩემპიონი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი