კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

07 თებერვალი 2024, 13:56 445 ნახვა

მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ ცნობილი მომღერლები.

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.

ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), ორი სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის“ სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის;

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში