თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ტრევიზო“ 39-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

06 თებერვალი 2024, 09:44 387 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიური სერია ა-ს მე-19 ტურში ტრევიზოს ესტუმრა და მეტოქე 39-ქულიანი სხვაობით 100:61 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტოში დაიწყო და 11 ქულაც დააგროვა.

ვირტუსი სერია ა-ში მეორე ადგილს ინარჩუნებს. შენგელიას გუნდი შემდეგ მატჩს უკვე ევროლიგაზე, მონაკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი