''ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ - თბილისი ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიებაში 6 ქვეყნიდან 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
დღესდღეობით მსოფლიოში ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, მათგან 14 სახეობა კი საქართველოშია აღმოჩენილი.
2018 წელს, ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.