13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს

03 თებერვალი 2024, 15:05 374 ნახვა

კლინიკები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმების მზაობას გამოთქვამენ.

სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ კლინიკებში ვაკანტური სამუშაო ადგილები აქვთ, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დაასაქმებენ.

ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას, კიდევ ერთხელ, ადასტურებს.

კლინიკებთან მოლაპარაკებები, სწორედ, ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოვა.

ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო კლინიკები:

• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
• კავკასიის მედიცინის ცენტრი;
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
• იმედის კლინიკა;
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში