ფორმულა 1-ის რეკორდსმენი ლუის ჰემილტონი 2025 წლიდან ფერარიში იასპარეზებს. ცნობილი ინგლისური გამოცემის, „აუტოსპორტის“გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ჰემილტონი მომავალი წლიდან იტალიური კლუბის ღირსებას დაიცავს. ''ფერარი სიამაყით ადასტურებს, რომ 2025 წლიდან ლუის ჰემილტონი ჩვენს გუნდს შემოუერთდება და რამდენიმე წლიან კონტრაქტს გააფორმებს'', - წერს ფერარის ოფიციალური გვერდი. იტალიელი ჟურნალისტის, ლეო ტურინის ინფორმაციით, ჰემილტონი ფერარისთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და მხარეებს ორი წლის შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებაც შეეძლებათ. ლუის ჰემილტონმა მერსედესის გუნდის წევრებს უკვე განუცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მერსედესში აღარ იასპარეზებს.