თბილისის სპორტის სასახლე ფარიკაობაში უმაღლესი რანგის სამ ტურნირს უმასპინძლებს

01 თებერვალი 2024, 13:09 393 ნახვა

3-დან 18 თებერვლამდე თებერვლიდან თბილისის უმაღლესი რანგის სამ ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს პლანეტის მოქმედ უძლიერეს ხმლით მოფარიკავე კაცებთან ერთად, ფარიკაობის სამივე დისციპლინის ახალგაზრდა სპორტსმენებიც ესტუმრებიან.  3-4 თებერვალს, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა მსოფლიო თას:ი ჩატარდება.

ამ ეტაპზე დაგეგმილია 200-მდე მოფარიკავის, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც.

9-11 თებერვალს, კაც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართება. თბილისური ტურნირი უმნიშვნელოვანესია, რადგან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დასაგროვებლად მხოლოდ სამი ტურნირი დარჩა, აქედან გამომდინარე საქართველოს ყველა უძლიერესი ხმლით მოფარიკავე ეწვევა.

17-18 თებერვალს, სპორტის სასახლე რაპირით და ხმლით მოფარიკავე იუნიორ ქალებს დაეთმობათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი