საბავშო ბაღებმა მზადება დაიწყეს ავტორიზაციისთვის, რომლის მიხედვითაც სკოლამდელ დაწესებულებებში თანამედროვე ინვენტარი უნდა განთავსდეს, ასევე ინტერიერი არ უნდა იყოს სხვადასხვა ფერში.
განისაზღვრება ჯგუფებში არასრულწლოვნების რაოდენობაც, სააღმზრდელო პროცესი კი მხოლოდ პირველ და მეორე სართულზე იქნება ნებადართული.
რეფორმა 2030 წელს უნდა დასრულდეს, იმავე ეტაპს კი ბაღები ისევ ოთხ წელიწადში გაივლიან. ეს წელი სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას დაეთმობა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები მხოლოდ ორი მიმართულებით, შრომის უსაფრთხოების და კვების ხარისხის კუთხით მოწმდება.