ბათუმის „დინამოელი“ ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს 

01 თებერვალი 2024, 09:41 447 ნახვა

ბათუმის დინამოს ფეხბურთელი, ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას ყაზახეთში, ასტანის „ჟენისში“ გააგრძელებს. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ბათუმურ გუნდს 2022 წელს შეუერთდა და მათთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონიც გახდა.

„ჟენისის“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა, რომელმაც გუნდი წინა სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა. ასტანური კლუბი ახალ სეზონს ყაზახეთის რანგით უმაღლეს ლიგაში დაიწყებს.

გასულ წელს ჟენისმა პირველი დივიზიონი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ყაზახეთის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი