მოციგურავე ინგა გურგენიძე ოლიმპიურ ფესტივალზე მეხუთე ადგილზე გავიდა 

31 იანვარი 2024, 09:02 434 ნახვა

სამხრეთ კორეულ განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 14 წლის ინგა გურგენიძემ მე-5 ადგილი დაიკავა.

გურგენიძე საქართველოს ღირსებას ფიგურულ სრიალში იცავდა და ეს მისი დებიუტი იყო. ინგას მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 პოზიცია ეკავა.

ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა კიდევ უფრო უკეთ შეასრულა, რაც მე-6 შედეგი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, გურგენიძეს 173.41 ქულა მოუგროვდა და ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენს ევროპელებს შორის პირველი შედეგი ჰქონდა, რადგანაც მხოლოდ იაპონელ და სამხრეთკორეელ გოგონებს ჩამორჩა. ჩემპიონი იაპონელი მაო შიმადა გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი