სამხრეთ კორეულ განგვონში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კონსტანტინე სუპატაშვილმა მე-11 ადგილი დაიკავა. ის საქართველოს ღირსებას ფიგურულ ციგურაობაში იცავდა და როგორც – მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მე-10 შედეგი დააფიქსირა, თუმცა ჯამური შედეგებით მოწინავე ათეულში შესვლა ვერ მოახერხა და მე-11 ადგილს დასჯერდა. შეჯიბრებაში 16 ქვეყნის 18 სპორტსმენი მონაწილეობდა.
დღეს პრიზიორთა ვინაობა გოგონათა ტურნირზე გაირკვევა, სადაც საქართველოს ღირსებას ინგა გურგენიძე იცავს. მოკლე პროგრამის შემდეგ ის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.