საფრანგეთის ჩემპიონატი ხმლით გუნდურ პირველობაში. პრესტიჟული ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო კლუბმა „ორლეანმა“, რომლის ლიდერი მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ორლეანის“ ღირსებას, ქართველ სპორტსმენთან ერთად, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი და ძმები ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.