კარატისტების 15 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან

28 იანვარი 2024, 20:02 851 ნახვა
00:00
00:00

აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „ტუკუმს ოუფენ“.

ჩვენმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის 15 მედალი მოიპოვეს. გუნდი უკვე დაბრუნდა ბათუმში და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება.

პირველი შეჯიბრება 25 თებერვალს ბათუმში გაიმართება.

ჩემპიონობისთვის საქართველოს ნაკრების გარდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იბრძოლებენ. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში