ანტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დღეს მოსამზადებელი ეტაპის, მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ‘’შკენდიას’’-თან გამართავს.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავა.