ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა და კაცთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კაცთა შორის 2024 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იანიკ სინერი დანიილ მედვედევს შეხვდება.
სინერმა ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა და პირველად ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში. ის დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელმაც ალექსანდრ ზვერევს მოუგო. იანიკ სინერი და დანიილ მედვედევი ერთმანეთს აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ. ექვსჯერ მედვედევმა მოიგო, ხოლო სამჯერ – სინერმა.
კაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 28 იანვარს გაიმართება. დღეს კი გადამწყვეტი მატჩი ქალთა შორის ჩატარდება. არინა საბალენკა ქინვენ ჟენგს დაუპირისპირდება.