უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ესპანეთში

26 იანვარი 2024, 10:09 312 ნახვა

ესპანეთში ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა 20 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგიურ სამსახურში კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთით ტემპერატურა 28 გრადუსს, აღმოსავლეთით კი 26 გრადუსს მიაღწევს.

სპეციალისტები კლიმატის ცვლილების ფაქტორზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ ევროპაშიც დაფიქსირდება, ფაქტი კლიმატის შემსწავლელ სპეციალისტებში შეშფოთებას იწვევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში