დავითაშვილმა შესაძლოა „ბორდო“ დატოვოს დარ

25 იანვარი 2024, 11:08 508 ნახვა

ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა ბორდო დატოვოს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. 

ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის ვალანსიესთან გამართული შეხვედრა ბოლო იყო და შემდეგ მატჩში, რომელსაც ბორდო ანჟერთან 29 იანვარს გამართავს, დავითაშვილი ფრანგულ გუნდში აღარ იქნება. როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ზურიკოთი ორი კლუბია დაინტერესებული, ერთ-ერთი გუნდი ცენტრალური აზიიდანაა.

დავითაშვილის გარდა, ბორდო ალბერთ ელისის გაყიდვასაც აპირებს, რომელიც, დიდი ალბათობით, კარიერას ემელესის გუნდში გააგრძელებს. ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში ბორდოს შემადგენლობაში 21 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა შესრულებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში